ამერიკულმა Xerox-მა რუსული ბიზნესი გაყიდა

ამერიკულმა Xerox-მა რუსეთში მუშაობა დაასრულა და თავისი რუსული ბიზნესი ადგილობრივ მენეჯმენტს მიჰყიდა. ამის შესახებ Xerox Eurasia-ის პრესრელიზში წერია, რომელსაც Forbes-ი აქვეყნებს.

კომპანიის ცნობით, შპს „Xerox (დსთ)“ აგრძელებს მუშაობას, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია და სახელს მალე შეიცვლის.

პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ გარიგების შედეგად თანამშრომლები სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ, ხოლო შპს „Xerox (დსთ)“ თავისი მომხმარებლებისთვის სერვისების მიწოდებას ისევ გააგრძელებს. ეს არის ქაღალდის პროდუქციისა და სპეციალური მასალების მიწოდება, ბეჭდვის ინფრასტრუქტურის მართვის უზრუნველყოფა და ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაცია.

ამერიკული Xerox ბეჭდვით და ციფრულ ქსეროქსებს აწარმოებს. 2022 წლის მარტში კომპანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინის ომის გამო რუსეთში პროდუქციის მიწოდებას წყვეტდა და ქვეყანაში თავისი საქმიანობა შეზღუდა. ეს შეზღუდული ოპერაციები, ყველა სანქციის სრული დაცვით, ბიზნესს მხოლოდ კონკრეტულ კლიენტებთან და პარტნიორებთან მოიცავდა.

SPARK-ის მონაცემებით, 2022 წელს შპს „Xerox (დსთ)“-ის შემოსავალი ნახევარზე მეტად, 6,7 მლრდ რუბლამდე (69 მლნ დოლარამდე) შემცირდა, ხოლო 2021 წლის მოგების მიმართ კომპანიის სუფთა ზარალმა 258 მლნ რუბლი (2,65 მლნ დოლარი) შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ