ისრაელი ღაზას ელექტროენერგიას და წყალს იქამდე არ მიაწვდის, ვიდრე მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან

ისრაელი ღაზას ელექტროენერგიას და წყალს იქამდე არ მიაწვდის, ვიდრე მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან, - ამის შესახებ ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს.

„ჰუმანიტარული დახმარება ღაზას? არცერთი ელექტროჩამრთველი არ ჩაირთვება, არცერთი წყლის ტუმბო არ გაიხსნება და არცერთი საწვავით დატვირთული მანქანა არ შევა ღაზაში, ვიდრე გატაცებულები სახლებში არ დაბრუნდებიან. ჰუმანიტარული დახმარება ჰუმანიზმისთვის. ჩვენ მორალს ვერავინ წაგვიკითხავს”, - წერს ისრაელ კაცი „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ ღაზისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა.