მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 635 769 ადამიანი იღებს. აქედან, 200 191 პირს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველის პაკეტი 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი სოციალური დახმარების მიმღები ქვემო ქართლში ცხოვრობს (საერთო რაოდენობის 13,8%), რომელსაც თბილისი (13,4%) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (12,2%) მოსდევს.
2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება: