მსოფლიოში რიგით მეორე, ყველაზე დიდი ჯეკპოტი 1.7 მლრდ დოლარი კალიფორნიაში გუშინ გათამაშდა

გუშინ კალიფორნიაში ლატარეის ისტორიაში სიდიდით მეორე ჯეკპოტი - 1.77 მლრდ დოლარი ერთმა ადამიანმა მოიგო.

„როიტერის“ ცნობით, გამარჯვებულის ვინაობა ამ დრომდე ანონიმურია.

Powerball-ის ლატარიის ვებსაიტზე წერია, რომ ბილეთის მფლობელს აქვს არჩევანი - მიიღოს თანხა ნაწილ-ნაწილ 30 წლის განმავლობაში, ან მიიღოს 774.1 მილიონი დოლარი ერთჯერადად - ნათქვამია Powerball-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, მსოფლიოში 1 ბილეთზე გათამაშებული ყველაზე დიდი ჯეკპოტი 2 მლრდ დოლარია, რომელიც 2022 წელს ასევე აშშ-ში გათამაშდა.

ევროპის კონტინენტზე გათამაშებულ ჯეკპოტებს შორის კი, 2023 წლის თებერვალში იტალიაში გათამაშებული თანხა ლიდერობს და 371.1 მლნ ევროა.

თამარ მუკბანიანი