British Airways-მა ისრაელში ფრენები სამი კვირით შეაჩერა

საერთაშორისო ავიახაზების ჯგუფმა (IAG), რომელიც British Airways-სა და Aer Lingus-ს მოიცავს, ისრაელში ავიარეისების განხორციელების სამი კვირით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საერთაშორისო ავიახაზების ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუის გალეგომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ავიაკომპანიები ადგილზე სიტუაციის განვითარებას დააკვირდებიან.

ცნობისათვის, გუშინ თელ-ავივში დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე, British Airways-მა ერთ-ერთი თვითმფრინავი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, უკან დააბრუნა.