საქართველოში შიდსით დაავადებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება - როგორია მაჩვენებლები

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო 10 წელში თითქმის, 137%-ით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2013 წელს აივ ინფექცია/შიდსით საქართველოში დაავადებული იყო 4131 ადამიანი, ხოლო 2022 წელს ეს რაოდენობა 9779-მდე გაიზარდა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, გარდაცვლილთა თანაფარდობა, ინფიცირებულთა რაოდენობასთან, წლიდან წლამდე მცირდებოდა, მხოლოდ ბოლო სამ წელში შეინიშნა მცირედი ზრდა.

უფრო კონკრეტულად:

  • 2013 წელი- 4131 ინფიცირებული პირიდან 929 ადამიანი გარდაიცვალა (22,4%)
  • 2014 წელი - 4695 დაავადებული ადამიანიდან გარდაიცვალა - 1015 (21,6%)
  • 2015 წელი - დაავადებული იყო 5412 პირი, საიდანაც 1119 ადამიანი გარდაიცვალა (20,6%)
  • 2016 წელი - დაავადებული იყო 6131 ადამიანი, აქედან 1247 გარდაიცვალა (20,3%)
  • 2017 წელი - დაავადებული 6762 ადამიანიდან 1370 გარდაიცვალა (20,2%)
  • 2018 წელი - 7434 ადამიანი იყო ინფიცირებული, ქედან 1479 გარდაიცვალა (19,8%)
  • 2019 წელი - ინფექციით დაავადებული 8102 პირიდან გარდაიცვალა 1596 (19,6%)
  • 2020 წელი - ჯამში 8632 ინფიცირებული პირიდან 1752 გარდაიცვალა (20,2%)
  • 2021 წელი - დაავადებული იყო 9162 ადამიანი, აქედან გარდაიცვალა 1890 (20,6%)
  • 2022 წელი - 9779 ინფიცირებულიდან 2030 გარდაიცვალა (20,7%)

ნინი ქეთელაური