ნოდარ ხადური ვარაუდობს, რომ EBRD-ის ღონისძიება აისახება ყველა პროცესზე, მათ შორის გაცვლით კურსზე

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ვარაუდობს, რომ EBRD-ის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც თბილისში იმართება, აისახება ყველა პროცესზე, მათ შორის გაცვლით კურსზე. "ღონისძიება, რომელიც ამ კვირის განმავლობაში ტარდება, საქართველოსთვის როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან კარგია. ეს ღონისძიება ზრდის საქართველოსადმი ინტერესს, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და ზრდის შესაძლებლობას იმისა, რომ განვავითაროთ ეკონიმიკა, რაც თავისთავად აისახება ყველა პროცესზე, მათ შორის გაცვლით კურსზეც", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები, მათ შორის ეროვნულ ბანკთან სხვადასხვა ფორმატით მიმდინარეობს და ის ასევე მიესალმება ეროვნული ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტების შეხვედრას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.