„ქართუს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

„ბანკი ქართუს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - გრიგოლ კაცია ზურაბ გელენიძემ ოფიციალურად შეცვალა. აღნიშნული ცვლილება რეესტრში უკვე აისახა.

ცნობისათვის, გელენიძე ამ დრომდე სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო და იკავებდა CBS ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.

ამასთან, გელენიძე წლების განმავლობაში იყო „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი.

საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" მისვლამდე ის საბანკო სექტორში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე: 2011 – 2013 წლებში იყო დირექტორის მოადგილე "თიბისი ბანკში". 2010-2011 წლებში - HSBC საქართველოს კომერციული ბანკინგის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2006 - 2010 წლებში - კომერციული დირექტორი БТА Silk Road ბანკში; 2004 - 2006 წლებში იყო "იბერია რეფრეშმენტს" - ის ფინანსური დირექტორი. 1998 - 2004 წლებში მუშაობდა "საქართველოს ბანკში".

ცნობისათვის, „ბანკი ქართუ“ საქართველოს ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს.

ამ დროისთვის „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭო 5 პირისგან არის დაკომპლექტებული. საბჭოს წევრები არიან - ნატო ხაინდრავა, ლაშა მეგრელიძე, ბესიკ დემეტრაშვილი, თეა ჯოხაძე და ზაზა ვერძეული.