ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში მწვანილის იმპორტს ახორციელებენ

მწვანილს, რომელიც სასურსათო პროდუქტებს შორის აგვისტოში ყველაზე მეტად (75%-ით) გაძვირდა, ადგილობრივად წარმოებულზე 4-ჯერ იაფად სხვა ქვეყნებიდან ვყიდულობთ. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, თუ 1 კგ პროდუქტის იმპორტი წელს საშუალოდ, 28 ცენტი ჯდებოდა, ექსპორტირებულის ფასმა საშუალოდ, 1,17 აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, წელს 8 თვეში საქართველომ 1,209 ტონა (341.9 ათასი დოლარი) მწვანილის (ჩამონათვალშია მწვანილის სახეობების 80%) იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის რაოდენობრივ მაჩვენებელზე 79%-ით მეტია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებსაც მწვანილი (სახეობების 80%) ყველაზე დიდი რაოდენობით შემოაქვთ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ტოპ-5-ეული ასე გამოიყურება:

შპს ერენ გრუპ - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კომპანია ბათუმშია რეგისტრირებული. მისი 100%-ანი წილის მფლობელი და დირექტორი გულსუნდა ნაგერვაძეა.

შპს ლაზიკა - კომპანიის მფლობელი და დირექტორი ავთანდილ ბაძაღუაა.

შპს ნაცფუთიფოთი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული კომპანიის მესაკუთრეც და დირექტორიც ვეფხვია კვარაცხელიაა.

შპს ნიტა123 – 100%-ანი წილის მფლობელი და დირექტორია ივანე შაორშაძე.

შპს ფრუტ.იმპორტ 2022 - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი ნათელა ფანცულაიაა.

ნინი ქეთელაური