Apple-ი საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის

ამერიკულმა კომპანია Apple-მა სოციალური ქსელის შექმნის პატენტი მიიღო.

Apple-ის სოციალურ ქსელში iOS-ის პლატფორმაზე მომუშავე მოწყობილობების მომხმარებლები ჩაერთვებიან. დაპატენტებულ აპლიკაციას Lifestyle-Based Social Groups (ცხოვრების სტილზე დაფუძნებული სოციალური ჯგუფები) ჰქვია. აპლიკაცია მომხმარებლის ქმედებების სქემას და ისტორიას ადგენს, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება მომხმარებლის ცხოვრებს წესის განსაზღვრა. ამგვარად შექმნილი ჯგუფები შემდეგ სოციალურ ქსელში ჩაერთვებიან. შედეგად ახალი ქსელი ერთი და იგივე ინტერესის მომხმარებლებს ერთმანეთთან დააკავშირებს. Apple-ის სოციალური ქსელის მომხმარებლებს ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა, შეხვედრების დანიშვნა და სხვა აქტივობების განხორციელება შეეძლებათ.

ახალი აპლიკაციის დაპატენტებასთან დაკავშირებით Apple-მა შესაბამის სამსახურს 2013 წელს მიმართა. აპლიკაციის შემქმნელებად ლუკას მარტი, შენონ მა და მაიკ დალ სანტო დაასახელეს.