გაერო - ღაზაში 1300-ზე მეტი შენობაა განადგურებული

ღაზაში 1300-ზე მეტი შენობაა განადგურებული.

ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქვეყნებს.

გაერო-ს მონაცემებით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ღაზას სექტორში 1300-ზე მეტი შენობა განადგურდა.

გაერო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღაზას სექტორში 5 540 საცხოვრებელი ერთეული განადგურდა და დამატებით, 3 750 სახლი იმდენად მძიმედ არის დაზიანებული, რომ საცხოვრებლად უვარგისია.