2023 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.9 მლნ აშშ დოლარი (76.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის სექტემბრის (32.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 9.5%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის მონაცემების თანახმად, ქვეყნებს შორის, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა, ლიდერობს თურქეთი, რომელზე გზავნილების 23,1% მოდის, მას მოსდევს აზერბაიჯანი 11,9%-ით და რუსეთი 11,6%-ით.
უფრო კონკრეტულად, ტოპ-10 ქვეყანა, სადაც სექტემბერში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა, ჩამონათვალი ასეთია: