მინესოტელი ფერმერის ტრევის ჯინჯერის მიერ მოყვანილმა გოგრამ, რომელიც 1246 კილოგრამს იწონის, რეკორდი მოხსნა და გინესის წიგნში შევიდა.
ტრევისის მიერ მოყვანილმა პროდუქტმა მანამდე ყველა ეროვნული რეკორდი მოხსნა, ამჯერად კი უკვე მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა.
როგორც ფერმერი აცხადებს, ფენომენალური გოგრის მასშტაბები და წონა, სწორი მოვლისა და კვების შედეგია, რაც მისი თქმით, 15 000 აშშ დოლარი დაუჯდა (15 აპრილიდან, მოსავლის აღებამდე).
გარდა პრიზებისა და მსოფლიო აღიარებისა, აღნიშნული პროდუქტის მოყვანით, ტრევისმა 30 000 დოლარიც მოიგო, რასაც როგორც თავად ამბობს, კვლავ გოგრის მოყვანაზე დახარჯავს და შეეცდება, რომ რეკორდი გააუმჯობესოს.
აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის გოგრის კონკურსზე ეს ტრევისისთვის მესამე გამარჯვებაა, მან საკუთარ უზარმაზარ გოგრას მაიკლ ჯორდანი დაარქვა.