იერუსალიმსა და თელ-ავივში სირენების ხმა ისმოდა

სირენების ხმა ისმოდა იერუსალიმსა და თელ-ავივში, შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო , - აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ღაზადან ისრაელის დიდი ქალაქების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

ისმოდა ძლიერი აფეთქებებს ხმა, თუმცა დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ისრაელის პარლამენტის ზამთრის პირველი სესია შეჩერდა და პარლამენტის წევრები თავშესაფარში გადაიყვანეს.

შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.