საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით იზრდება.
კერძოდ, თუ 2023 წლის ბიუჯეტში საკონსტიტუციო სასამართლოს სრული ბიუჯეტი 5.8 მლნ ლარს შეადგენდა, პროექტის მიხედვით, მომავალ წელს 6.2 მლნ ლარი იქნება. 2022 წელს კი, 4.5 მლნ ლარი იყო.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ბიუჯეტის 66% - 4.1 მლნ ლარი დასაქმებულთა ხელფასებზე დაიხარჯება, რომელთა რიცხვიც სულ 84-ს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა სასამართლოებს, უზენაესის დაფინანსება 16.1 მლნ ლარიდან 17.2 მლნ ლარამდე იზრდება.
იზრდება საერთო სასამართლოების დაფინანსებაც 117 მლნ-დან 122 მლნ ლარამდე.
საერთო სასამართლოების სისტემის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის კი, ბიუჯეტი მომავალ წელს 119 მლნ ლარს გამოყოფს.