ბეზოსმა არნოს გადაუსწრო - ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი

Amazon.com-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში Moet Hennessy Louis Vuitton-ის (LVMH) ხელმძღვანელ ბერნარ არნოს გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, წლის დასაწყისიდან ბეზოსის ქონება, Amazon-ის აქციების გაძვირების შედეგად, 49,3 მლრდ დოლარით გაიზარდა და 156 მლრდ დოლარს მიაღწია, ხოლო ბერნარ არნომ წელს 6,95 მლრდ დოლარი დაკარგა. ამჟამად მისი ქონება 155 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

პირველ ადგილს კვლავ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი იკავებს. ის ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომლის ქონებაც 200 მლრდ დოლარს აჭარბებს. კერძოდ, 52 წლის ბიზნესმენი წლის დასაწყისიდან 96,8 მლრდ დოლარით გამდიდრდა და მისი ქონება 234 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

Tesla-ს აქციები წლის დასაწყისიდან 106%-ით გაძვირდა, Amazon-ის აქციების ფასი 58%-ით გაიზარდა, ხოლო LVMH-ის კაპიტალიზაცია 2,1%-ით შემცირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ