ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის არცერთი გადაწყვეტილება არ არის რომელიმე პიროვნებაზე, სახელსა და გვარზე გათვლილი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდა, ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კონკრეტულ პიროვნებებზე არ არის გათვლილი.

„ამ გადაწყვეტილებამ, რომლის კომენტირებასაც მე, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ არ შედის ჩვენს კომპეტენციაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც მე თავიდან ვამბობდი. ეროვნული ბანკის არცერთი გადაწყვეტილება არ არის რომელიმე პიროვნებაზე, სახელსა და გვარზე გათვლილი. ეს არის ზოგადი გადაწყვეტილება და შეეხება ზოგადად საქართველოს მოქალაქეებს”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.