ოპეკ-ი უარყოფს ინფორმაციას, ნავთობის ფასების 100 დოლარამდე შენარჩუნების თაობაზე

ნავთობის ექსპორტიორი  ქვეყნების ორგანიზაცია - ოპეკ-მა უარყო გამოცემა Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია,

რომ ორგანიზაციის წევრები უახლოეს ათ წელიწადში ნავთობის ფასის 100 დოლარამდე შენარჩუნებას პროგნოზირებენ.

როგორც ოპეკ-ის განცხადებაშია აღნიშნული, Wall Street Journal-ში გავრცელებული ინფორმაცია არ ეყრდნობა ფაქტებს და მხოლოდ საკუთარი წყაროს განცხადებებს ეფუძნება.

გუშინ Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, ოპეკ-ის წევრი ქვეყნები 2025 წლამდე ნავთობზე ფასის მაქსიმუმ 76 დოლარამდე გაზრდას პროგნოზირებენ.

დღევანდელი დღის მონაცემებით, ”ბრენტის” მარკის ნავთობზე ფასი 0,06%-ით 67,31 დოლარამდე გაიზარდა, WTI-ის ნედლ ნავთობზე ფასი კი 0,97%-ით გაიზარდა და 61,34 დოლარი შეადგინა.