რამდენიმე წუთის წინ, საფრანგეთში ტერორისტული თავდასხმის საფრთხის გამო რვა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ამასთან, 5 დღით დაიხურა ვერსალის სასახლე.
აეროპორტებიდან ევაკუაცია გამოცხადდა - ამის შესახებ, საფრანგეთის საავიაციო ორგანიზაცია, DGAC-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით reuters-ი წერს.
DGAC-ის სპიკერისა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევაკუაცია გამოცხადდა ტულუზას, ბიარიცის, ლიონის, პაუს, ნიცას, ლილის, რენის და ნანტის აეროპორტებში.