ნიდერლანდების პარლამენტმა კბენისკენ მიდრეკილი საშიში ძაღლების მოშენება შესაძლოა, აკრძალოს. საკითხს ქვედა პალატა უკვე განიხილავს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, აიკრძალება არა კონკრეტული ჯიშები, არამედ გარკვეული მახასიათებლების მქონე ძაღლები. კერძოდ, საუბარია ძაღლებზე, რომლებსაც „ძლიერი კბენა, მსხვერპლის დაჭერა, ნჯღრევა და თრევა“ შეუძლიათ. ძაღლების ასაკრძალი თვისებების უფრო ზუსტი ჩამონათვალი სპეციალურ საექსპერტო კომისიას გადაეცა.
ამ ინიციატივით ნიდერლანდელ კანონმდებლებს ძაღლების მსხვერპლთა რაოდენობის შემცირება სურთ.
პლასტიკურ ქირურგთა ადგილობრივი ასოციაციის ცნობით, ბოლო 18 თვის განმავლობაში ძაღლის ნაკბენზე 100 ოპერაცია ჩატარდა. თუმცა რაკი ყველა მსხვერპლი პლასტიკური ქირურგიის მომსახურებას არ მიმართავს, დეპუტატები თვლიან, რომ რეალურად მათი რიცხვი ყოველწლიურად შესაძლოა, 150 ათასს აღწევდეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ