Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6925 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6925 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6905 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 18 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6925 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8422 ლარია.