ევროპარლამენტარები ღაზაში „ჰუმანიტარულ პაუზას“ ითხოვენ

ევროპარლამენტარები ღაზაში „ჰუმანიტარულ პაუზას“ ითხოვენ. ღაზის სექტორში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტის წევრები „ჰუმანიტარულ პაუზას“ მოითხოვენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ჰუმანიტარული დახმარება აუცილებლად მიაღწევს ღაზას მოსახლეობამდე.

ევროპარლამენტარებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი, საერთაშორისო სამართლის საზღვრების ფარგლებში.

რეზოლუციაში, რომელსაც 500 მხარდამჭერი და 21 წინააღმდეგი ჰყავდა, ევროპარლამენტარები „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.