პარლამენტი სუს-ის ხელმძღვანელს უსმენს

პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს უსმენს.

ლილუაშვილი პარლამენტში სუს-ის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარსადგენად მივიდა.

ლილუაშვილის საანგარიშო მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე პარლამენტის სხდომა დაიხურება.

სუს-ის უფროსის მიმართ კითხვებიც დახურულ პლენარულ სხდომაზე დაისმება. სხდომის დახურვის წინადადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ დააყენა, რაც “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ გაიზიარა.