ჯო ბაიდენი ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად კონგრესს გადაუდებელ საბიუჯეტო მოთხოვნას გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის პარასკევს კონგრესს გადაუდებელ საბიუჯეტო მოთხოვნას გაუგზავნის, რათა დააფინანსოს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებები მნიშვნელოვანი პარტნიორების, ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად.

”ეს არის გონივრული ინვესტიცია, რომელიც ამერიკის უსაფრთხოებისთვის დივიდენდებს თაობებისთვის გადაიხდის. დაგვეხმარეთ, დავიცვათ ამერიკული ჯარები საფრთხისგან. დაგვეხმარეთ, ავაშენოთ მსოფლიო, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მშვიდობიანი, უფრო აყვავებული ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა, როდესაც მან ამერიკელებს ოვალური ოფისიდან პირდაპირ ეთერში მიმართა.

„ეს არის ისრაელის უსაფრთხოების მიმართ უპრეცედენტო ვალდებულება, რომელიც გააძლიერებს ისრაელის ხარისხობრივ სამხედრო უპირატესობას, რისი ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.