საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი 20%-ით შემცირდა

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი 20%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მოწმობს.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სულ 11.303 მლრდ აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 18.2 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემოტანა ქვეყანაში შემცირებულია.

უფრო კონკრეტულად, იანვარ-სექტემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები საქართველოს ტოპ-10 საიმპორტო პროდუქტს შორის მე-2 ადგილზეა. მიმდინარე წლის 1-ელ 9 თვეში 816 386 100 აშშ დოლარის ნავთობპროდუქტები შემოვიდა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 021 252 900 აშშ დოლარი იყო. წლიურ ჭრილში შემცირება - 20.1%-ია.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტოპ-5 საიმპორტო ქვეყანა იყო:

  • რუსეთი - 477 623 450 აშშ დოლარის;
  • რუმინეთი - 118 911 520 აშშ დოლარის;
  • აზერბაიჯანი - 51 406 390 აშშ დოლარის;
  • თურქმენეთი - 47 445 550 აშშ დოლარის;
  • ბულგარეთი - 23 226 740 აშშ დოლარის.
თაია არდოტელი