საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოსანი დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.
როგორც ორგანიზაცია განმარტავს, 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში ნიკოლოზ მემანიშვილმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრილებათა თარგმნის ბიუროს დირექტორია, მის სახელზე არსებული 8 ერთეული უძრავი ქონება არ გაასაჯაროვა.
კერძოდ:
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ნიკოლოზ მემანიშვილი, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებული იყო ეს ინფორმაცია სრულად აესახა მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს ანტიკორფუციულ ბიუროს შეისწავლოს ნიკოლოზ მემანიშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.