ბიუჯეტში გადასახადებიდან შესული თანხა 2,3 მლრდ ლარით  გაიზარდა - რა თანხა შევიდა ფიზიკური პირებიდან

2023 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიუჯეტში გადასახადებიდან შესული თანხა 2,3 მლრდ ლარით გაიზარდა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს 9 თვეში გადასახადებიდან ბიუჯეტში 14,402 მლრდ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 12,066 მლრდ ლარი.

ამასთან, წელს, გადასახადებიდან შესული 14,4 მლრდ ლარიდან 4,544 მლრდ ლარი ფიზიკურ პირებზე მოდის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3,729 მლრდ ლარს შეადგენდა), ხოლო 4,544 მლრდ ლარი საშემოსავლო გადასახადზე ( წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 3,729 მლრდ ლარი).

ნინი ქეთელაური