ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი შემცირდა - რას ვყიდით

ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ევროპაში 456.7 მლნ დოლარის პროდუქტი გავყიდეთ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 518.4 მლნ დოლარის ღირებულების.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ნახევარი მხოლოდ ერთ პროდუქტზე - სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდის - 261.3 მლნ დოლარი.

რაც შეეხება სხვა 10 პროდუქტს, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით გავყიდეთ ევროპაში, ასე გამოიყურება:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 261.3 მლნ დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 32.1 მლნ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 29.9 მლნ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 21.4 მლნ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 8.6 მლნ დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 7.8 მლნ დოლარი
  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 5.8 მლნ დოლარი
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 5.7 მლნ დოლარი
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 5.5 მლნ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 4.8 მლნ დოლარი

ცნობისათვის, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 607.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 47.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.5 პროცენტით შემცირდა და 2 172.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.