”ბლუმბერგი”: პუტინის ახალი სამიზნე ნავთობგიგანტი "სურგუტნეფტოგაზია"

სააგენტო ”ბლუმბერგის” ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი შეეცდება ხელში ჩაიგდოს უმსხვილესი ნავთობკომპანია ”სურგუტნეფტოგაზი”

როგორც ”ბლუმბერგის” სტატიაშია აღნიშნული, რუსეთში კერძო კომპანიები, განსაკუთრებით კი ნავთობკომპანიები, პრეზიდენტის სიამოვნებისთვის მუშაობენ.

"ათი წლის წინ ვლადიმერ პუტინის მოკავშირეებმა მიხაილ ხოდორკოვსკი ციხეში გამოამწყვდიეს და მისი კომპანია "იუკოსი" მიიტაცეს. გასულ წელს, პუტინის მოკავშირეებმა აიძულეს მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკოვი სახელმწიფოსთვის გადაეცა "ბაშნეფტი", ახლა კი ისინი გიგანტ ნავთობკომპანიას "სურგუტნეფტოგაზს" მიადგნენ", - ნათქვამია "ბლუმბერგის" სტატიაში.

"ბლუმბერგის" შეფასებით, "სურგუტნეფტოგაზის" ქონება 34 მილიარდ დოლარს შეადგენს. სტატიის ავტორის თქმით, თუ უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს გავითვალისწინებთ, რომლის შედეგად რუსეთი საერთაშორისო საფინანსო ბაზარს მოწყდა, კრემლმა შესაძლოა, ეს თანხები თავისი მეგობრების მხარდასაჭერად გამოიყენოს.

საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, "ბლუმბერგი" წერს, რომ "სურგუტნებფტოგაზის" განვითარების საინვესტიციო პროგრამა შესაძლოა "ზემოდან" დაბლოკონ, თანხები კი სახელმწიფოს საჭიროებისთვის გამოიყენონ.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, სცენარი შესაძლოა, შემდეგნაირად განვითარდეს - "სურგუტნეფტოგაზი" "როსნეფტის" აქციების 19,5%-ს იყიდის, რომლის გამოტანასაც სახელმწიფო აუქციონზე გეგმავს.

ცოტა ხნის წინ "სურგუტის" ხემძღვანელმა ვლადიმერ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ ყველაფერი რასაც პუტინი და მისი მთავრობა აკეთებს, რუსეთის სასარგებლოდ კეთდება და მისი კომპანია ყველანაირად დაეხმარება პრეზიდენტს.