ილონ მასკმა რამდენიმე დღეში 16,1 მილიარდი დოლარი დაკარგა

ამერიკის უმდიდრესმა ადამიანმა Forbes-ის ვერსიით, მილიარდერმა და ბიზნესმენმა ილონ მასკმა რამდენიმე დღეში 16,1 მილიარდი დოლარი დაკარგა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, მასკის ქონება 2023 წლის მესამე კვარტალში Tesla-ს ცუდი ფინანსური მაჩვენებლების ფონზე შემცირდა. Tesla-ს აქციები კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ 9,3%-ით დაბალი მოგებისა და გაყიდვების გამო დაეცა.

ბიზნესმენის ამჟამინდელი ქონება 225 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ეკა დარჩიაშვილი