ნოემბრიდან Red Wings-ი ფრენებს მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს

3 ნოემბრიდან ავიაკომპანია Red Wings-ი მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს. ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა. წყაროს ცნობით, თავდაპირველად ფრენები „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 3-ჯერ განხორციელდება, მოგვიანებით კი მათი სიხშირე 5-მდე გაიზრდება.

Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს რუსული SSJ100 თვითმფრინავით, 100-ადგილიანი ტევადობით ახორციელებს.

ცნობისთვის, ამჟამად კომპანიის ვებ-გვერდის მონაცემებით, ფრენების პროგრამა საქართველოში სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენებსაც მოიცავს.

ეკა დარჩიაშვილი