სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში საქართველოდან 103,286 მლნ აშშ დოლარის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, რაც ბოლო 14 წლის (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე სტატისტიკა 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი) მაქსიმალური მაჩვენებელია.
გასული წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 84,283 მლნ აშშ დოლარის ელექტროენერგია გაყიდა, 2021 წლის იმავე საანგარიშო პერიოდში 14,851 მლნ აშშ დოლარის, 2020 წლის 9 თვეში - 5,781 მლნ აშშ დოლარის, 2019 წელის იანვარ-სექტემბერში - 7,684 მლნ აშშ დოლარის და ა.შ.
ამასთან, წელს იანვარ-სექტემბერში საქართველომ ელექტროენერგია ყველაზე დიდი მოცულობით თურქეთს მიჰყიდა, რომელზეც ექსპორტის თითქმის 77% მოდის.
უფრო კონკრეტულად:
წლევანდელ რეკორდულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განმარტა, რომ ეს ორ0 გარემოებას, კერძოდ, მენეჯმენტის დალაგებასა და უხვნალექიან ზაფხულს უკავშირდება.
„მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდა და წლევანდელი წელი დაიხურება რეკორდული მაჩვენებლით, რაც ორი მთავარი გარემოებითაა განპირობებული - ერთი, ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები, მენეჯმენტი დალაგდა სწორად და მეორე მხრივ - ჩვენ გვქონდა საკმაოდ უხვნალექიანი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი, აქედან გამომდინარე, ჩვენმა ჰიდროელექტროსადგურებმა შეძლეს უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება და შესაბამისად, ეს ჭარბი ენერგია, უკლებლივ იქნა გატანილი ექსპორტზე. ამან ქვეყანას საშუალება მისცა, რომ დამატებით უცხოური ვალუტა მოეზიდა, რაც თვითონ ენერგეტიკული ობიექტებისთვის დამატებით შემოსავალია და კურსის სტაბილურობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებთან.