ევროზონაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა

2015 წლის პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 0,4 პროცენტით გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ევროზონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა თანდათან უფრო სწრაფად ხდება. თუმცა, გერმანიის ეკონომიკის ზრდამ ანალიტიკოსების პროგნოზები არ გაამართლა. კერძოდ, ექსპერტები 0.5-პროცენტიან ზრდას ელოდებოდნენ, თუმცა, 2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში აღნიშნულმა მაჩვენებელმა გერმანიაში მხოლოდ 0,3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საფრანგეთს, ამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 2015 წლის პირველ კვარტალში ბოლო ორი წლის მანძილზე ყველაზე მაღალ - 0,6 პროცენტს მიაღწია.