ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" და "საფინანსო სექტორის მიმოხილვის" ანგარიშებს აქვეყნებს. როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ უკანასკნელში საბანკო სექტორის მონაცემები მონეტარული სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვით განახლდა, რასაც დაეყრდნობა მომდევნო განახლებებიც.

"გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.

ოქტომბრის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში, მისამართზე - რუბრიკაში.",- აღნიშნული ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.