საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში საქართველოში 1 336 ერთეული (37,353 მლნ აშშ დოლარი) ელექტროძრავიანი ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 913 ერთეული (20,089 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2021 წლის იანვარ-სექტემბერში - 251 ერთეული (4,782 მლნ აშშ დოლარი)
ამასთან, წელს იმპორტირებული ელექტრომობილების 52,1% აშშ-ზე მოდის, შემდეგია ჩინეთი 26%-ით და იაპონია 6,8%-ით.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც 2023 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი ელექტრომობილი შემოვიდა:
ტოპ-5 ქვეყანა:
აღსანიშნავია, რომ საშუალოდ, ერთი ელექტრომობილის ღირებულება 27-28 ათასი დოლარია.