რას სთავაზობს არქი თბილისში ბინის შეძენის მსურველებს?

თბილისში ბინის შეძენის მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. შესაბამისად, მოთხოვნა იზრდება ახალ აშენებულ საცხოვრებელ სახლებზეც. რადგან, არქი საქართველოში ლიდერი დეველოპერული კომპანიაა, მოგიყვებით რას გთავაზობთ თბილისის მასშტაბით. არქის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს, რა დროშიც თბილისის მასშტაბით არქიმ 43 პროექტი დაასრულა, ხოლო ამ ეტაპზე 19 პროექტს აშენებს. არქიმ 30 000-ზე მეტი ადამიანის ნდობის მოპოვება მოახერხა. ნდობას ყველაზე მეტად იწვევს ის, რომ თითოეული საცხოვრებელი სახლი შენდება ევროპული ბრენდების მიერ წარმოებული, უმაღლესი ხარისხის მასალისგან. ყველა პროექტის მშენებლობაში არქი იყენებს გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ სამშენებლო ბლოკს, რომლის დამსახურებითაც შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგიაა საჭირო, რაც კომუნალური ხარჯების შემცირებას იწვევს.

არქის მიმდინარე პროექტები თბილისში

არქის ბინები შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე 19 მიმდინარე პროექტში.

არქის ბინები დიღმის რაიონში:

  • პრესტიჟულ უბან დიღომი 8-ში მშენებარე პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი "არქი რივერთაუნში";
  • საცხოვრებელი კომპლექსის "არქი დიღომი 2"-ის რიგით მე-4 სახლში;
  • საცხოვრებელი კომპლექსის "არქი ხეივანის" ორ სახლში და "არქი დიღომი 3"-ის ორ სახლში.

არქის ბინები ისნის რაიონში:

  • არქი ისანი 2-ში, რომელიც მშვიდ და გამწვანებულ ადგილას შენდება;
  • მეტროსადგურ ისნიდან 2 წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის "არქი ისანის" რიგით მე-5 სახლში.

არქის ბინები საბურთალოზე

  • კაპანელის ქუჩაზე, ლისის ტბიდან 10 წუთის სავალზე მდებარე პროექტში "არქი ნუცუბიძე 2".

არქის ბინები მუხიანში

  • "არქი იასამნების კომპლექსის" ორ საცხოვრებელ სახლში

არქის ბინები ნაძალადევში

  • იდეალურ ადგილას, მეტროსადგურ „გოცირიძედან“ და „დიდუბიდან“ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში "არქი კიკვიძის ბაღთან".

არქის ბინები გლდანში

  • კომპლექსის "არქი ახმეტელის" ორ სახლში.

არქის ბინები ვარკეთილში:

  • მესამე მასივში მდებარე პროექტში "არქი ვარკეთილი 2" და ასევე მესამე მასივში მდებარე კომპლექს "არქი ვარკეთილის" ორ საცხოვრებელ სახლში.

არქის რომელ დასრულებულ პროექტებშია ბინის შეძენა შესაძლებელი

მათ, ვისაც თბილისში დასრულებულ სახლში სურს ბინის შეძენა, არქი 8 პროექტს სთავაზობს. პროექტში არქი ვარკეთილი დასრულებული ბინები ამ ეტაპზე ამოწურულია, თუმცა ამავე პროექტის მიმდინარე D და E ბლოკებში შესაძლებელია ბინის შეძენა. არქის სხვა დასრულებულ პროექტებში ბინები მცირე რაოდენობით არის დარჩენილი:

ისანში - მეტროსადგურიდან ორი წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის "არქი ისანის" C და D ბლოკში;

საბურთალოზე - ნუცუბიძის ფერდობზე, ლისის ტბიდან 10 წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელ სახლში "არქი ნუცუბიძე" და თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სახლში "არქი ცენტრალური პარკი";

დიღომში - დიღმის ტყეპარკიდან 5 წუთის სავალზე მდებარე პროექტში "არქი ვუდი" და დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის "არქი დიღომი 2"-ის A, B და C ბლოკში; ვაზისუბანში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი "არქი ვაზისუბანის" B და C ბლოკში; გლდანში მდებარე პროექტებში "არქი გლდანი 2"-სა და "არქი გლდანი 3"-ში.

რა მდგომარეობაში აბარებს არქი ბინებს და რა პირობებით არის შეძენა შესაძლებელი

არქის ბინები მაცხოვრებლებს ნებისმიერ პროექტში ბარდებათ პრემიუმ კარკასით, რაც ნიშნავს, რომ ბინაში დაგხვდებათ: ევროპული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინებით, იზოთაბაშირით გალესილი კედლები, მოჭიმული იატაკი, ცენტრალური დგარები მიყვანილი ბინამდე, დამონტაჟებული გათბობის მილები, აივანზე დაგებული კერამოგრანიტის ფილები, ელექტროობის გამართული ქსელი და მთავარი შესასვლელი რკინის კარი. არქი ბინის შეძენის მსურველებს მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს: 12 წლამდე განვადება და კომფორტული გადახდის გრაფიკი. ბინის შესაძენად კი თანხის წინასწარ შეტანა სავალდებულო არ არის.

(R)