ავოკადოზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. ამის შესახებ Eximcrop-ის თანადამფუძნებელმა ვახტანგ გოგალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანიამ სეზონზე უკვე 50 ტონამდე ავოკადოს ექსპორტი განახორციელა, მომავალ სეზონზე კი რეექსპორტიც დაიწყება.
რაც შეეხება ფასს, ვახტანგ გოგალაძის თქმით, 1 კილოგრამი ავოკადო 10 ლარამდე ღირს.
ცნობისთვის, ავოკადოს პირველ ლოგისტიკურ ცენტრი გორში, სამაცივრე მეურნეობა Tiriphoni Fruits-ის ბაზაზე გაიხსნა, რომელსაც კომპანია, Eximcrop მართავს.
„შემოვიტანეთ 50 ტონამდე. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ფასს, 1 კილოგრამი 10 ლარამდე ღირს. ფასის დაწევა და ხარისხის შენარჩუნება მხოლოდ აფრიკული ავოკადოთი იქნება შესაძლებელი.
ამ დროისთვის ავოკადოს სეზონი დასრულებულია, თუმცა მოლაპარაკებები გვაქვს აფრიკულ რამდენიმე ქვეყანასთან.
ვფიქრობთ, რომ რეექსპორტზე შემდეგ სეზონზე გავალთ", - ამბობს ვახტანგ გოგალაძე.