წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი შეიძინა - ტოპ-10 იმპორტიორი

2023 წლის 9 თვეში საქართველომ 149 685 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შეიძინა, ჯამში 2.2 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების, რაც აბსოლუტური მაქსიმუმია. რეკორდულ მაჩვენებლამდე, ყველაზე მეტი ავტომობილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შემოვიდა - 117 315 ერთეული, 1.1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც წელს საქართველომ ყველაზე მეტი ავტომობილი იყიდა:

  • აშშ - 106 160 ერთეული (1.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების)
  • იაპონია - 16 235 ერთეული (390.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)
  • გერმანია - 9 502 ერთეული (230.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)
  • პოლონეთი 2 566 ერთეული - (11.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)
  • კორეის რესპუბლიკა - 2 470 ერთეული (34.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)
  • თურქეთი - 2 059 ერთეული (75.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)
  • ნიდერლანდები - 1 454 ერთეული (7.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)
  • ბელგია - 1 263 ერთეული (17.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)
  • ჩინეთი - 1 185 ერთეული (14.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)
  • კანადა - 1 118 ერთეული (22.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების)

ინფორმაციისთვის, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტიც რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 1.566 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების 79 316 ერთეული ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 58 153-ის, 592.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.

თამარ მუკბანიანი