საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 186.415 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე შეინარჩუნა. შესაბამისად, 200.000-მდე მსესხებელს არ შეეცვლება სესხზე ყოველთვიური შენატანი.
186.415 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 11.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია მიბმული და შინამეურნეობებზე 6.7 მლრდ ლარის (58%), ხოლო იურიდიულ პირებზე 4.8 მლრდ ლარის (42%).
დღესდღეობით, ყველაზე დიდი ოდენობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 5.9 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.6 მლრდ ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2 მლრდ ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+35%, 1 სექტემბერი, წ.წ.), ბიზნეს სესხების მოცულობა 20%-ით, იპოთეკურის კი 12%-ით გაიზარდა. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 181,469 ლარს, იპოთეკურის 49.682 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 24.806 ლარს შეადგენს.
1 სექტემბრის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.9% შეადგინა, რაც დაახლოებით 0.2%-ით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელზე (17.1%).