ეკონომიკური აქტივობის კუთხით, 2023 წელს რეალური მშპ 6%-ით, ხოლო 2024-ში კი - 5%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის, ოქტომბრის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია" აღნიშნული.
სებ-ის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი კვლავ პოსტპანდემიურ პერიოდს უკავშირდება.
"ეკონომიკური აქტივობის კუთხით, 2023 წელს რეალური მშპ 6%-ით, ხოლო 2024-ში კი - 5%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად კვლავ პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის პოტენციალის მოსალოდნელზე უფრო სწრაფი აღდგენა გვევლინება, რასაც მიმდინარე პერიოდში საწარმოო ფაქტორების გაზრდილი პროდუქტიულობა და ინვესტიციები ასტიმულირებს.
მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და რისკების გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს",- ნათქვამია ანგარიშში.