კულტურის სამინისტროში დასაქმებულთა 51% შტატგარეშე თანამშრომელია

კულტურის სამინისტორში დასაქმებულთა 51% შტატგარეშე თანამშრომელია, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა.

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული (შტატგარეშე) და საშტატო ერთეულებზე დასაქმებული პირია სამინისტროში.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, დასაქმებული იყო სულ - 106 საჯარო მოხელე და 57 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო 2023 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით სამინისტროში დასაქმებულია სულ - 111 საჯარო მოხელე და 57 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი,“- აღნიშნულია სამინისტროს მიერ დეპუტატისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

შესაბამისად, როგორც ამ ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სამინისტროში მომუშავეთა - 51% შტატგარეშედ არის დასაქმებული.

თაია არდოტელი