ფაიფურის იმპორტი თითქმის გაორმაგდა, ხოლო ექსპორტი 3,7-ჯერ გაიზარდა - როგორია ვაჭრობის მაჩვენებლები

ფაიფურის ნაწარმის იმპორტი თითქმის გაორმაგდა, ხოლო ექსპორტი 3,7-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 6,184 მლნ აშშ დოლარის ფაიფური შემოვიდა, 2022 წლის 9 თვეში - 3,464 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, წელს 9 თვეში საქართველოდან 105.4 ათასი აშშ დოლარის ფაიფურის ნაწარმი გავიდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 28 ათასი აშშ დოლარის.

"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ვყიდულობთ და ვყიდით ფაიფურის ნაწარმს.

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც წელს ფაიფური შემოვიდა:

  • რუსეთი - 1,550 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი -1,375 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 1,230 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 528.7 ათასი აშშ დოლარი
  • ჰონ-კონგი - 315.8 ათასი აშშ დოლარი

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც წელს ფაიფურის ექსპორტი განხორციელდა:

  • სომხეთი - 27.9 ათასი აშშ დოლარი
  • უზბეკეთი - 25.3 ათასი აშშ დოლარი
  • ლატვია - 19,1 ათასი აშშ დოლარი
  • ბელარუსი - 15.9 ათასი აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 10.3 ათასი აშშ დოლარი

შეგახსენებთ, რომ საქართველო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს” მასპინძლობს, რომელსაც 63 ქვეყნიდან, დელეგაციები, ასევე 250-მდე კომპანიის წარმომადგენლობა ესწრება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აბრეშუმის გზის მნიშვნელობა ისტორიულადაც და ახლაც სცდება მხოლოდ სავაჭრო გზის მნიშვნელობას - „ამ უძველესმა გზამ ხელი შეუწყო ფაიფურის გადატანას ქვეყნიდან ქვეყანაში, ასევე ჩაის კულტურის აყვავებას და ევროპასა და აზიას შორის სასიცოცხლო კავშირს“.

ნინი ქეთელაური