სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.380 ლარიდან 2.385 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.380 ლარიდან 2.385 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. სავალუტო ჯიხურებში დოლარის გაყიდვა კი 2.370-2.374 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. როგორც ჯიხურებში განაცხადეს, დოლარის ყიდვის ფასი გუშინდელთან შედარებით გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, დოლარის ყიდვა გუშინ 2.330 ლარად იყო შესაძლებელი. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა სავალურო ჯიხურებში 2.726 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი 2.691 ლარად. სავალუტო ჯიხურებში აცხადებენ, რომ ასევე მოიმატა ევროს ფასმაც.

ერთი აშშ დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.39-დან 2.40 ლარამდე მერყეობს, ევროს ფასი კი, 2.74-დან 2.77-მდე. "საქართველოს ბანკში" ერთი დოლარის ღირებულება 2.4 ლარს შეადგენს, "თიბისი ბანკში" – 2.4020, "ლიბერთი ბანკში" – 2.39, "პროკრედიტ ბანკში" – 2.3950 და "რესპუბლიკა ბანკში" ასევე 2.4-ად. ერთი ევროს შეძენა "საქართველოს ბანკში" 2.765 ლარად არის შესაძლებელი, "თიბისი ბანკში" – 2.7680, "ლიბერთი ბანკში" – 2.7490, "პროკრედიტ ბანკში" – 2.7470 და "რესპუბლიკა ბანკში" – 2.75 ლარად.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 27 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.2494 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ევროს ყიდვა 2.5564 ლარად. სავალუტო ჯიხურების უმეტესობა ვალუტას ბანკის ოფიციალურ კურსზე დაბალი კურსით ყიდის.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3617 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.  კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3617ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3429 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0188 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეს ერთი ევროს შეძენა 2.6515 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6142 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0373 ლარი შეადგინა.