თურქეთმა უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ ბინადრობის ნებართვის მიღების წესი გაამკაცრა. ინფორმაციას Day.Az ავრცელებს.
მნივნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების ღირებულება, რომლის შეძენაც თურქეთში ბინადრობის ნებართვის მისაღებად არის საჭირო.
კერძოდ, თუ აქამდე ბინადრობის ნებართვის მისაღებად საკმარისი იყო 50-75 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა, ამიერიდან ეს ოდენობა 200 ათას დოლარამდე იზრდება.
ახალი კრიტერიუმები 16 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
ცნობისთვის, თურქეთში ბინადრობის ნებართვით 1,1 მილიონზე მეტი უცხოელი ცხოვრობს, საიდანაც 122 ათასი რუსია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ