ტუაფსე-სოჭი-გაგრის მარშრუტზე მომუშავე რუსულმა ტურისტულმა მატარებელმა, „სოჭიმ“ წლევანდელი სეზონი 40 ათასზე მეტი მგზავრით დაასრულა. ამის შესახებ რუსეთის რკინიგზის განცხადებაში წერია, რაც მის ვებგვერდზე ვრცელდება.
უწყების ცნობით, წლევანდელ სეზონზე „სოჭის“ მარშრუტს ახალი გასტრონომიული ტური, „აფხაზეთის გემო“ დაემატა, რომლის დროსაც მოგზაურები გაგრაში კალმახის ფერმას სტუმრობდნენ, ასევე, ყველისა და გამოყვანილი ხორცის დამზადების მასტერკლასში მონაწილეობდნენ. ამ მიზნით განრიგიც შეიცვალა და გაგრის სადგურზე მატარებელი, თითქმის, ორი საათით ადრე ჩადიოდა, ხოლო უკან ნახევარი საათით გვიან ბრუნდებოდა.
სეზონის ბოლოს მატარებელ „სოჭის“ შემადგენლობას ახალი სადამკვირვებლო ვაგონი შეემატა, საიდანაც მოგზაურებს აფხაზეთის პეიზაჟების დათვალიერება შეეძლოთ.
ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის კორპორატიული კომუნიკაციების სამსახურის ცნობით, ტურისტული მატარებელი საახალწლო დღეებში, კერძოდ, 31 დეკემბერსა და 2-დან 7 იანვრამდე განაახლებს მუშაობას. ამ თარიღებზე ბილეთები უკვე იყიდება, ექსკურსიები კი გახსნილია.