საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი ორგანიზაციას ერთი წლის ვადით, 2024 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
„მოხარული ვართ, გაგიზიაროთ, რომ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (TCJ) დათანხმდა EPTA-ს თავმჯდომარეობას 2024 წელს. EPTA-ს მე-17 წლიური კონფერენცია საქართველოში გაიმართება", - აღნიშნულია ვებგვერდზე.
მათივე ცნობით, EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით, იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალება ექნება, ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას.
"EPTA 2010 წელს დაარსდა და ევროსაბჭოს წევრ 36 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.