საქართველოში მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) პირველი ბიზნეს სამიტი გაიმართება

კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ Customer Experience (CX) Business Summit-ს. მსგავსი სამიტების პრაქტიკა საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ აპრობირებულია. საქართველოში კი CX Hub ქმნის პირველ პრეცედენტს და ყოველწლიური სახე ექნება. სამიტზე მომხმარებლის გამოცდილების მართვის მიდგომებს, სისტემებს და წარმატების ისტორიებს გააზიარებენ სხვადასხვა ინდუსტრიაში ამ კუთხით გამორჩეული ქართული კომპანიები. Keynote სპიკერის როლში კი წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო CX ექსპერტი, კონსულტანტი და არაერთი წიგნის ავტორი - Shaun Belding.

სამიტი ჩატარდება 3 ნოემბერს, ბილტმორი თბილისში. სამიტის მხარდამჭერები არიან: Visa, NGT Group, Signify, კავკასიის მედიცინის ცენტრი (CMC), CALEN AI, ველი, ენთები, CommuniQ, ბალანსი,TBC დაზღვევა, The Belding Group, Upway, წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა. მედია მხარდამჭერები: BM.GE, ქალების ნარატივი, Entrepreneur, Marketer, Forbes Woman, Palitra News, BPN.

კომპანია CXHub 2022 წელს დაარსდა და კომპანიის მიზანია დაეხმაროს ბიზნესებს მომხმარებლის გამოცდილების სისტემურად მართვაში, რაც სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოში ბიზნეს საკონსულტაციო ბაზარზე.

(R)