იანვარ-სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული - 3,3  მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2023 წლის იანვარ-სექტემბერში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 3 251 651 900 აშშ დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 25.9%-ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 734 468 385 (+29.2%) აშშ დოლარით. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წლის მე-3 კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1 447 121 966 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 72 468 664 (+5.3%) აშშ დოლარით.

თაია არდოტელი