"Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია" - ილონ მასკი

​starlink-ი საქართველოშია - ამის შესახებ ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში X დაწერა.

Starlink დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ათასობით თანამგზავრია, რომელიც მაღალხარისხიან ინტერნეტს პლანეტის ნებისმიერ წერტილში ხელმისაწვდომს ხდის.

პირველად, Space X-ის Starlink-ის თანამგზავრები საქართველოს ცაზე 2020 წლის 26 აპრილს გამოჩნდა.

ცნობისთვის, მილიარდერი ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია SpaceX-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში გაიარა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ავტორიზაციის განაცხადი კომპანიამ 2022 წლის 8 ივლისს შეავსო.

ინფორმაციისთვის გეტყვით იმასაც, რომ Starlink ინტერნეტის მისაღებად არ არის საჭირო არანაირი მსხვილი ინფრასტრუქტურა. საჭიროა მხოლოდ დენის წყარო და მიმღები მოწყობილობა. შედეგად, დედამიწის ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი ინტერნეტით სარგებლობა.

screenshot-1-1698820712.jpg

თამარ მუკბანიანი