გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ელექტროშოკური მოწყობილობით თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეები აკრძალული საშუალებებით უკანონო თევზჭერას სოფელ ქვემო ნიჩბისის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე და სოფელ ბეითარაბჩის მიმდებარედ, მდინარე დებედაზე ახდენდნენ.

უწყების ინფორმაციით, თევზჭერის საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.